7 თვეში 98 ნარკორეალიზატორი დააკავეს

27 ივლისი 2018, 00:00 1972 ნახვა

98 ნარკორეალიზატორი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო შვიდ თვეში. სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია, დაახლოებით 15 კილოგრამამდე „ჰეროინი", 7 ათას 191 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1 კილო და 400 გრამი „კოკაინი", 1 კილოგრამი და 200 გრამი "ჰაშიში", 1 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და ასევე, 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადებით დაკავებულია ხუთი პირი, რომლებიც ინტერნეტით “ვარდისფერ ამფეტამინს“ ყიდნენ, მათ შორის ბათუმში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი