დღეს საქართველოში ცხელი ამინდი შენარჩუნდება

26 ივლისი 2018, 00:00 2311 ნახვა

დღეს ბათუმში ისევ საკმაოდ ცხელი ამინდია მოსალოდნელი. ზღვისპირა ქალაქში ჰაერის ტემპერატურა  +32 +34 გრადუსი, ხოლო სითბოს შეგრძნებითი ინდექსი  +36+38 გრადუსი იქნება. 

გუშინ საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ინტენსიურად ვრცელდებოდა ცხელი ჰაერის მასები, რომელსაც თან ერთვოდა აღმოსავლეთის ცხელი ფიონური ქარი, რის გამოც მკვეთრად მოიმატა ტემპერატურამ.

25 ივლისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაფიქსირებული მაქსიმალური ტემპერატურა
•  ბათუმი 32, შეგრძნებითი ინდექსი 38
•  შუახევი, ხულო 34-36, შეგრძნება 39-41
•  ჩოხატაური 41, შეგრძნებითი ინდექსი 44
•  ქუთაისი 41, კოპიტნარი 42, შეგრძნება 44
•  ფოთი 39, შეგრძნება 44
•  ზუგდიდი 39, შეგრძნება 42
•  თბილისი 35, შეგრძნება 37

შეგრძნებითი ინდექსი ეს არის რეალური ტემპერატურა, ტენიანობა და მიწისპირა ტემპერატურა მეტეოროლოგიური სისტემით გამოთვლილი. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში