თორნიკე რიჟვაძე პირველ სამუშაო დღეს ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედაა გათვლილი.
ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის ფართობი 16 000 კვ. მეტრია. არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა სახის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი.