ნინო ბაციაშვილის მორიგი გამარჯვება

17 ივლისი 2016, 00:00 2777 ნახვა

ესპანეთის ქალაქ ბანასკეში გამართული საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში, ნინო ბაციაშვილმა მოიგო. ტურნირში 20-ზე მეტი ქვეყნის 413 წარმომადგენელი მონაწილეობდა. 10 ტურის განმავლობაში ბაციაშვილის ყველა მოწინააღმდეგე მამაკაცი იყო, მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები. 5 მოგება, 5 ყაიმი და არცერთი მარცხი, ამ შედეგით ქალ მონაწილეთა შორის ნინო ბაციაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მამაკაცთა შორის მე 7 - 13-ე ადგილები გაიყო სხვა დიდოსტატებთან ერთად და ერთადერთი ქალი მონაწილე იყო, რომელმაც ოცეულში დაასრულა ასპარეზობა. ბანასკეს ტურნირი ნინო ბაციაშვილისთვის ბოლო ასპარეზობა იყო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადამდე, რომელიც ბაქოში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი