“ქურდული სამყაროს” წევრობისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

20 ივლისი 2018, 00:00 2769 ნახვა

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მიიღო. დაკავებულების ადვოკატები და ოჯახის წევრები წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებიან. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა12 სექტემბერს ჩაინიშნა.

სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებული ივანე გიგიაძე შეუძლოდ გახდა. სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და დაკავებულს დარბაზი დაატოვებინეს. სამართალდამცველებმა აჭარასა და თბილისში „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი