ტურნირი ფეხბურთში ყოფილი პატიმრებისთვის

17 ივლისი 2016, 00:00 2729 ნახვა

ბათუმის ბულვარის სტადიონზე, ყოფილი პატიმრების მონაწილეობით, მინი ფეხბურთში გამართულ ოთხთა ტურნირში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის გუნდმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი აჭარის პრობაციის ეროვნული ბიუროს გუნდი გავიდა. გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს. აღნიშნულ ტურნირში დანაშაულის პრევენციის ცენტრის, ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის, აჭარის პრობაციის ბიუროს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის გუნდები მონაწილეობდნენ.

ამავე კატეგორიაში