ლორენ ჰილი ბათუმშია

17 ივლისი 2016, 00:00 3036 ნახვა

მის ლორენ ჰილი ბათუმშია და კონცერტისთვის ემზადება. ფუჯისის ყოფილი სოლისტი ბლექ სი ჯაზ ფესტივალზე 17 წევრიან ბენდთან ერთად ჩამოვიდა. ამ წუთებში ბათუმის კორტებზე გამართულ სცენაზე მუსიკოსები რეპეტიციას გადიან . როგორ მუსიკალურ პროგრამას შესტავაზებს ჯაზზფესტივალის სტუმრებს 40 წლის ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, რეპერი , პროდუსერი, მსახიობი ლორენ ჰილი- ამ დ რომდე უცნობია. როგორც ორგანიზატორები ამბობენ თავისი უჩვეულო ხასიათით გამორჩეული მომღერალი ქართველ მსმენელსაც სიურპრიზებით სასვე სარამოს უმზადებს. მის ლორენ ჰილის კონცერტი ბლექსიჯაზფესტივალის უკვე გამართულ და დაგეგმილ კონცერტებს შორის ხალხმრავლობითაც იქნება. ამ დროისთვის უკვე გაყიდულია 5 ატასი ბილეთი, თუმცა ბილეთების შეძენა კვლავ არის შესაძლებელი. არ კონკრეტდება კონცერტის დაწყების დროც. კორტებზე შესვლა 8 საათიდან დაიწყება, თუმცა როდის გამოჩნდება ვარსკვლავი სცენაზე, უცნობია. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში