სომხეთში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

17 ივლისი 2016, 00:00 2549 ნახვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ერევანში პოლიციის შენობაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. შენობაში შეჭრილი პირები ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას, ასევე პრეზიდენტის გადადგომასა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვენ. სოციალურ ქსელში პოლიციის შენობაში გადაღებული ვიდეო გავრცელდა. მასალაში ოპოზიციონერები სომხეთში ვითარების ცვლილების განზრახვაზე საუბრობენ. გამოძიების ინფორმაციით, სეფელიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად შენობების, ტელეკომუნიკაციების, მათ შორის ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას აპირებდა. ბოროტმოქმედებთან ამ წუთებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალების ინფორმაციით, მძევლად აყვანილია ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი. ადგილზე მობილიზებული არიან სამხედროები. პოლიცია უახლოეს ხანში ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს. სომხეთის უშიშროების სამსახური ერევანში შეიარაღებული ამბოხის დაწყებას არ ადასტურებს. 

ამავე კატეგორიაში