დაკავებულების ახლობლები წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებიან

18 ივლისი 2018, 00:00 2284 ნახვა

აჭარასა და თბილისში „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 10 პირი დააკავეს. ასევე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა მინდია ლავასოღლის. საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ  ბრიფინგი ბათუმში გამართა. უწყების ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები დაშინებით, მუქარით, იძულებით, ე.წ. „ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენის წაქეზებით და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საქართველოში 20-მდე პირია დაკავებული. ასევე, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ - დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი – საქართველოს 119 მოქალაქე და ცხრა ე.წ. „კანონიერი ქურდი“.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი