საქართველოს და შრი-ლანკის პრეზიდენტების შეხვედრა

18 ივლისი 2018, 00:00 1611 ნახვა

 საქართველოს პრეზიდენტმა შრი-ლანკის პრეზიდენტს უმასპინძლა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შრი-ლანკის პრეზიდენტის სტუმრობა საქართველოში გამორჩეული მოვლენაა ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში, მით უფრო, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და შრი-ლანკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავი.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და არაღიარების პოლიტიკის შესახებ.

ამავე კატეგორიაში