''ნავი'' - გამოფენა ბათუმში

17 ივლისი 2016, 00:00 2244 ნახვა

გუშინ, აჭარის ხელოვნების მუზეუმში კონცეპტუალური გამოფენა, სახელწოდებით "ნავი" გაიხსნა. ოცდაათმა მხატვარმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინა. ექსპოზიციაზე ავტორებმა ნავის 38 ინტერპრეტაცია გამოიტანეს. ყველა მათგანი ერთმანეთისგან შინაარსობრივი და კონცეპტუალური ხედვით განსხვავდება. თემატური გამოფენები აჭარის ხელოვნების მუზეუმში პერიოდულად ტარდება. ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებლებს რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლებათ. გამოფენის პრეზენტაციას ხელოვნების მოყვარულებთან ერთად, ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი