ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით აჭარაში, სავარაუდოდ, 10-მდე პირი დააკავეს 

17 ივლისი 2018, 00:00 18095 ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით,  ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით აჭარაში 10-მდე პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ რეგიონში სპეცოპერაციის ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

''შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. შედეგების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას, ოპერაციის დასრულების შემდეგ მივაწვდით“ - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში