აჭარის რაგბის კავშირის ფილიალის ხელმძღვანელად ალექსანდრე მითაიშვილი დაინიშნა

17 ივლისი 2018, 00:00 2385 ნახვა

აჭარის რაგბის კავშირის ფილიალის ხელმძღვანელად ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ალექსანდრე მითაიშვილი დაინიშნა. მან ამ პოსტზე ჩაანაცვლა ზურაბ  დოლიძე, რომელმაც თანამდებობა დატოვა.

ალექსანდრე მითაიშვილი, რომელიც რაგბის კავშირის  გამგეობის წევრებმა აირჩიეს,  ბათუმის სარაგბო კლუბის წარმომადგენლებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა წარუდგინა.  შეხვედრაზე კლუბის წევრებმა განაცხადეს, რომ  სამომავლოდ ხელმძღვანელის არჩევის დროს ხმების დააფიქსირების საშუალება მათაც უნდა  მიეცეთ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი