სარფში ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს

17 ივლისი 2018, 00:00 5813 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გლდანში მომხდარი ყაჩაღობისთვის 2 პირი დააკავა. ეჭვმიტანილები სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აიყვანეს. ისინი საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და დანაშაულებრივი გზით წაღებული თანხის ნაწილი ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, ჩადენილი დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყაჩაღობა 15 ივლისს თბილისში მოხდა. გლდანში მოქალაქე დ.ც.-ს ორი პირი დაესხა თავს, ცივი იარაღის მუქარით ფულადი თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ამავე კატეგორიაში