ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება - ამ საკითხზე ამ წუთებში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე მსჯელობენ, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.
რიგით მეხუთე ღონისძიებაში 70-მდე ქვეყნის სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. დღესვე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია – პარლამენტის დღე.
დისკუსიის მონაწილეები საკანონმდებლო ჩართულობის პრაქტიკაზე იმსჯელებენ. კიდევ ერთი პანელი გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პარლამენტების შესახებ დისკუსიას დაეთმობა. სამიტი სამდღიანია.