ქვეყანას ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ამ თანამდებობაზე შალვა თადუმაძე 6 -წლის ვადით აირჩია. ხმა თადუმაძის კანდიდატურის წინააღმდეგ პარლამენტის მხოლოდ ორმა წევრმა მისცა.
თადუმაძის კანდიდატურა ქვეყნის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მმართველმა გუნდმა წარადგინა. თადუმაძე 2012-2018 წლებში მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო.