საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე დაამტკიცეს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.
შალვა თადუმაძის კანდიდატურას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ორი კანონმდებელი წავიდა.
მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე ექვსი წლის ვადით დაინიშნა.