ნიტრატების შემცველობაზე ჩატარებული რეიდის შედეგი

15 ივლისი 2018, 00:00 1702 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა,  რომ  საზამთროსა და ნესვში  ნიტრატების  შემცველობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. კვლევას   სააგენტოს სპეციალისტები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებენ.   მოწმდება პროდუქტებში ნიტრატების ოდენობა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, მსხვილ  ქსელსა და აგრარულ ბაზარში.   სააგენტოს ინფორმაციით, ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში და გამოკვლეულია აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.

წლის განმავლობაში კი 70 -მდე ნიმუშის  აღებაა  დაგეგმილი.  სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით,  კვლევა ყოველწლიურად  ტარდება და 2017 წლის მონიტოინგის შედეგების მიხედვით,  დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.  სრულიად საპირისპიროა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაციის მონაცემები, რომლის  თანახმადაც   საზამთროსა და ნესვში  ნიტრატების ოდენობა დაშვებულ ნორმას 3-4-ჯერ აღემატება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი