ნატოს სამიტთან დაკავშირებით ექსპერტების მოსაზრებები განსხვავებულია. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მას საქართველოსთან მიმართებაში დაპირებების მიღებაზე მეტი მოლოდინი არ ჰქონია.
ექსპერტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოსა და უკრაინის ერთ ჭრილში განხილვაც, რადგან მათი თქმით, უკრაინას ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა გაერთიანების შემადგენლობაში არ მოიაზრებს.
კრიტიკულად აფასებს სამიტს საქართველოსთან მიმართებაში ექსპერტი ნოდარ ხარშილაძეც. იგი ქართულ მხარეს ევროპის ქვეყნებში სტრატეგიული სამუშაო ვიზიტებისკენ მოუწოდებს. შედარებით დადებით კონტექსტში ხედავს ნატოს სამიტს ევროპის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი.
გიორგი ბენაშვილის რეკომენდაციაა საქართველომ შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის უსაფრთხოების საკითხებში მუშაობა გააღრმაოს.