„დრიმლენდ ოაზისი“ ბათუმის ბულვარის წინააღმდეგ-სასამართლო დავა

11 ივლისი 2018, 00:00 1971 ნახვა

ბათუმის ბულვარსა და შპს „დრიმლენდ ოაზისს“ შორის სასამართლო დავა გრძელდება. სხდომაზე დღეს მოწმეებს მოუსმინეს, გამოიკითხნენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი და ბათუმის ბულვარის თანამშრომლები. სასამართლო პროცესზე „დრიმლენდ ოაზისის“ ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ მათ მიერ შემუშავებული კონცეფციის მიმართ შენიშვნები ბულვარის ადმინისტრაციას არ ჰქონია. ადმინისტრაციის ინტერესების დამცველები კონცეფციაზე უარის თქმის მიზეზად საზოგადოების პროტესტს ასახელებენ.

მათი განმარტებით, გეგმაში ბულვარის მესამე ალეის გაუქმებისა და რეკრეაციულ ზოლში კომერციული ობიექტების განთავსების  იდეას საჯარო განხილვაზე ხმაური მოჰყვა. კომპანია „დრიმლენდ ოაზისი“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისგან  შემუშავებული კონცეფციის საფასურს 96 ათას ლარს, საბანკო გარანტიის კი - 71 ათას 200 ლარს ითხოვს. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დასკვნით სიტყვაში მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. ოაზისის წარმომადგენლებს მოლაპარაკება შესაძლებლობა შესთავაზა ბათუმის ბულვარმა. დასკვნითი სასამართლო პროცესი სექტემბერში ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი