ნატოს სამიტი გაიხსნა

11 ივლისი 2018, 00:00 1402 ნახვა

უკვე სამი საათია ნატო-ს რიგით 29-ე სამიტი მიმდინარეობს. გახსნის საზეიმო ცერემონიას ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. დამსწრე საზოგადოებას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიმართა. ბრიუსელში იმყოფება ქართული დელეგაცია გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით.

პრეზიდენტს ორმხრივი შეხვედრები დღესაც აქვს დაგეგმილი. ხვალ კი საქართველო - უკრაინა - ნატოს ფორმატში იმსჯელებენ, საუბრის თემა თავდაცვა და უსაფრთხოებაა. მთავრობის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი. წელს ნატოს მიერ მიღებულ ორ დოკუმენტში საქართველოს შესახებ იქნება საუბარი. მიიღებენ საბოლოო დეკლარაციას და ერთიან განცხადების ტექსტს. საქართველოს მხარდასაჭერად ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს 49 ორგანიზაცია მიმართავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი