უშიშროების საბჭოს სხდომა

07 ივლისი 2018, 00:00 1359 ნახვა

მამუკა ბახტაძე ბრიუსელის სამიტიდან პოზიტიური მოლოდინები აქვს. მისი თქმით არაწევრი ქვეყნების ფორმატში საქართველო მონაწილეობს ორ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს თემატიკა ცალკე ფორმატში განიხილება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის განცხადებით, ნატოში გაწევრიანების პროცესში საქართველოს ჰყავს ბევრად მეტი მტკიცე მხარდამჭერი, ვიდრე სხვა ქვეყნებს ჰქონდათ, როდესაც ისინი ამ გზას გადიოდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც განხილული იქნება უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

ამავე კატეგორიაში