ბათუმის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა აღდგა - ესტაკადა ოფიციალურად გაიხსნა

07 ივლისი 2018, 00:00 2652 ნახვა

ბათუმის ესტაკადაზე მოძრაობა დღეს გაიხსნა. ესტაკადის მშენებლობის ნაწილი დასრულდა,  ქალაქში გადაადგილება უკვე ახალი ხიდით არის შესაძლებელი.

პროექტი აჭარის ბიუჯეტს 15 მილიონ 297 ათასი ლარი დაუჯდა, ხიდის გარდა პროექტი  ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობასაც ითვალისწინებს. აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, დამხმარე გზები ტვირთბრუნვის  ეფექტურობას გაზრდის. ბათუმის ესტაკადის სიგრძე 800 მეტრს შეადგენს. 

"ქალაქის ცენტრალურ შემოსასვლელში ახალი ხიდი ტურისტულ სეზონზე მოძრაობის განტვირთვას და მგზავრების კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ესტაკადის 915 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება. მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი. დასრულდა ბორდიურების, განათების ბოძების (32 ბოძი დამონტაჟდა) და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და ესტაკადის ფრანგული კედლის მოპირკეთება. დაგეგმილია პროექტით გათვალისწინებული 5 დამხმარე გზის მშენებლობა (მოასფალტება). ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებით 90 ადამიანია დასაქმებული. ბათუმის ესტაკადა სრულად ექსპლუატაციაში სექტემბერის თვეში შევა. პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაციას მთავრობის წარმომადგენლებს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე გააცნობს. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური ხიდის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას, რაც ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურობას გაზრდის" - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში