საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლები უცხოეთში სტაჟირების კურსს გაივლიან. კონკურის გზით შერჩეული 11 პედაგოგი პოლონეთში სექტემბერში გაემგზავრება. 1 კვირიან სასწავლო პროგრამას კოპერნიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამეცნიერო ცენტრსა და ფონდში ''სკოლა კლასთან'' გაივლიან.
ფიზიკის, ქიმიის,ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგები სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას გაეცნობიან. უცხოეთში სტაჟირების პროგრამას აჭარის განათლების ფონდი ახორციელებს. პროექტისთვის 36 ათასი ლარია გამოყოფილი.