აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
''მე თავს შევიკავებ და არ არის რეკომენდებული ვისაუბრო ნებისმიერ კანდიდატზე, სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. რიჟვაძის კანდიდატურა, როგორც ჩემთვის ცნობილია ნამდვილად განიხილება'' - განაცხადა ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა.
ლადო მგალობლიშვილი, გუშინ გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.
''ქართული ოცნების'' ლიდერიები, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე, აჭარის დეპუტაცია, მთავრობა, მუნიციპალიტეტის მერები არაფორმალურ გარემოში, 5 საათის განმავლობაში იყოფებოდნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა გუშინ დატოვა.
პატარაძის შემცვლელად ''საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის'' დირექტორი თორნიკე რიჟვაძე განიხილება. ასევე, საუბრობენ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილე მამუკა ვასაძეზე.