პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერები ზურაბ პატარაძესთან არაფორმალურ შეხვედრაზე

05 ივლისი 2018, 00:00 1831 ნახვა

 ''ქართული ოცნების'' ლიდერიები, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე, აჭარის დეპუტაცია, მთავრობა, მუნიციპალიტეტის მერები არაფორმალურ გარემოში, 5 საათის განმავლობაში იყოფებოდნენ.  

აჭარის მთავრობის  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ეს იყო მეგობრული შეხვედრა. 

''ეს იყო მეგობრული შეხვედრა, გარკვეულწილად პროგრამებისა და პროექტების შეჯამება, რა გაკეთდა, რა არის გასაკეთებელი, რა არის მომავალში უფრო მეტად დასახვეწი და რა მიმართულებით უნდა გამახვილდეს ყურადღება'' - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ზურაბ პატარაძემ

რეგიონის ყოფილი პირველი პირი ამბობს, რომ ''ქართული ოცნების'' გუნდის წევრად რჩება და მუშაობას განაგრძობს. 

''ჩვენ გვქონდა შეხვედრა გუნდთან, ჩვენს მეგობრებთან. რათქმაუნდა ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხზე,  შევაჯამეთ ორი წელი. მადლობა გადავუხადეთ გუნდის თითოეულ წევრს. აქ იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, მინისტრები, -  ჯამში ყველა ვინც ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს და მის წარმატებას.ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე, ვინაიდან მე ვრჩები, ვარ და ვიქნები ''ქართული ოცნების'' გუნდის წევრი. მიხარია რომ დღეს ყველანი ერთადა ვართ, ერთ გუნდად და ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჯამში მე ვფიქრობ ეს იყო პოზიტიური დღე'' - ამბობს აჭარის მტავრობის ყოფილი თავმჯდომარე. 

ზურაბ პატარაძემ თანამდებობა გუშინ, 4 ივლისს დატოვა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი