ქედაში მდინარის წყალს იყენებენ 

03 ივლისი 2018, 00:00 1907 ნახვა

მოსავლის განადგურებას უჩივიან ქედაშიც. პრობლემას აქ უწყლობა ქმნის. უფრო მეტიც, გავარკვიეთ რომ სოფლებში: ჭალახმელასა და ჭინკაძეებში მოსახლოება სასმელად მდინარის წყალს იყენებს. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ მას თერმულად ამუშავებენ და ამის შემდეგ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოიხმარენ.

ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად წყლის პრობლემა აღნიშნულ სოფლებში მწვავდება. ქედის მერიაში არ ადასტურებენ, რომ მოსახლეობა მდინარის წყალს სვამს.  ირკვევა, რომ ჭალახმელა და ჭინკაძეები ვერ მოხვდენ იმ სოფლების სიაში სადაც წყლის სისტემა  წელს მოწესრიგდება. 

ამავე კატეგორიაში