ტურისტულ სეზონზე სანაპირო ზოლზე სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობა გაიზარდა. ცენტრს 3 ბრიგადა დაემატა და ჯამში ქალაქში სულ 16 მუშაობს. ბულვარში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის დასაწყისში დილის 10-დან 22 საათამდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას გაუწევს.
დამატებითი ბრიგადები განთავსებულია ასევე გონიო- კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მახინჯაურსა და ხელვაჩაურში. სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრში ამბობენ, რომ ბრიგადების დამატება მაღალი მომართვიანობის გამო გახდა აუცილებელი.