სანაპირო ზოლთან ერთად, ზაფხულში რეგიონი აქტიურად იღებს ტურისტებს სამთო მიმართულებითაც, მათ შორისაა ღვინის ტური, ველო-ტურები, ასევე მარშრუტები ეკოლოგიური და სათავგადასავლო მოგზაურობის მოყვარულებისთვის.
ტურისტები დაინტერესებული არიან აჭარის უნიკალური ბუნებით, თუმცა ამასთან, ხელოვნური ჩარევის ნეგატიურ შედეგებზეც ამახვილებენ ყურადღებას.
მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლები კი სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებას და ხელშეწყობას ითხოვენ. ამასთან, საუბრობენ საკანალიზაციო და წყლის სისტემების გამართვის აუცილებლობაზე.