საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს

26 ივნისი 2018, 00:00 1854 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საზღვაო სეზონის დადგომასთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე გახშირდა მოქალაქეების მიერ ზღვაში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები.

უწყების განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ ემორჩილებიან მაშველების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს. გარდა ამისა, ნასვამ მდგომარეობაში შედიან წყალში, რაც მეტწილად ფატალური შედეგით სრულდება.

2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე არსებული მონაცემების მიხედვით, ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამავე პერიოდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა დახრჩობას 36 ადამიანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაემორჩილონ საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი