საქართველოში გახსნილ უბნებში რეჯებ ტაიპ ერდოღანი დამარცხდა

25 ივნისი 2018, 00:00 3348 ნახვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოში არჩევნები წააგო – წინასწარი შედეგებს თურქეთის სახელმწიფო მედია აქვეყნებს. რომლის მიხედვითაც საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების უმრავლესობამ მხარი “რესპუბლიკურ პარტიასა” და მის საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭირა.

არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ორი უბანი ბათუმსა და თბილისში საკონსულოებში იყო გახსნილი. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების 49,32%-მა მისცა ხმა პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს.

ერდოღანს კი მხარი დაუჭირა 36,22-მა პროცენტმა. 37,24%-მა მისცა ხმა საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკურ პარტიას“, ერდოღანის „სამართლიანობის და განვითარების პარტიას კი 28,74%-მა. უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნების მიხედვით, ჯამური მონაცემის თანახმად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა პარტიამ არჩევნები მოიგო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი