კირნათისა და მარადიდის მცხოვრებლებმა კირნათი ჰესთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დღეს ოფიციალური წერილი შეადგინეს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სახელზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ წერილობით შეთანხმებას „აჭარენერჯი 2007“-თან. მათი განცხადებით, კომპანიისა და ხელისუფლების მხრიდან დღემდე მხოლოდ სიტყვიერი დაპირებები მიიღეს და დაუშვებელია მიწების გამოსყიდვამდე მათი კერძო საკუთრების ხელყოფა. აქციის მონაწილეებმა წერილის ადრესატებს სამ დღიანი ვადა მისცეს.