''ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნილია

25 ივნისი 2018, 00:00 1560 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა. სამართალდამცველებმა 1998 წელს დაბადებულ გ.ქ-ს  ბრალი 126-ე მუხლით წარუდგინეს.  

''გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ქ.-მ მიმდინარე წლის 22 ივნისს თბილისში, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1995 წელს დაბადებულ ზურაბ აბაშიძეს, დისკრიმინაციის ნიშნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს'' - წერია განცხადებაში. 

მწერალ ზურაბ აბაშიძეს თბილისში, 22 ივნისს თავს უცნობი მამაკაცი დაესხა. 

აბაშიძის თქმით, პოლიციაში მისულს, სამართალდამცველები განცხადების დაწერას არ ურჩევდნენ. 

პოლიციელებმა გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას გენერალური ინსპექცია დაადგენს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი