ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს იმპორტზე ტარიფებს ხვალიდან გაუზრდის

21 ივნისი 2018, 00:00 1414 ნახვა

ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს იმპორტზე ტარიფებს ხვალიდან გაუზრდის. ამის შესახებ ევროკომისიაში ოფიციალურად დაადასტურეს. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ ტარიფების გაზრდა და გაერთიანებაში შედგენილი სია ყველაზე მეტად რესპუბლიკელების შტატებს დააზარალებს.

ევროკავშირის საპასუხო ტარიფების მეორე ეტაპი 2021 წლის მარტში დაიწყება. ევროპული გაერთიანება ამერიკის შეერთებული შტატების იმპორტზე 25, 35 და 50 პროცენტიან ტარიფებს დააწესებს. ევროკავშირმა საპასუხო ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პირველ ივნისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპას ალუმინსა და ფოლადზე ტარიფები დააწესა.
 

ამავე კატეგორიაში