ბათუმში დაცვის თანამშრომელი არასრულწლოვანმა სცემა

21 ივნისი 2018, 00:00 7436 ნახვა

განახლებული

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პლაზასთან, დაცვის თანამშრომელი სცემეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, კერძო დაცვის თანამშრომელს ფიზიკური დაპირისპირება არასრულწლოვანთან მოუვიდა. იგი  დაზიანებებით, ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა დღეს, 21ივნისს, დილით ადრე მოხდა.  

რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობა სტაბილურად შეფასდა და ამბულატორიული მკურნალობის დანიშნულებით საავადმყოფოდან გაწერეს. პაციენტს სხეულზე ჩალურჯებები, ხოლო სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კერძო დაცვის დაშავებული თანამშრომელი ახალგაზრდა კაცია. ამ ეტაპზე უცნობია, რა მოტივით მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა, მიმდინარეობს გამოძიება.  

 

 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი