ახალი პრემიერობის კანდიდატი ძველ გუნდს პარლამენტს დღეს წარუდგენს

20 ივნისი 2018, 00:00 1480 ნახვა

დღეს, საქართველოს პარლამენტს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ძველ მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს, რომელიც დროებით, რამდენიმე კვირა იმუშავებს. სწორედ იმდენი ხანი, რამდენიც დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებებს სამინისტროების შესამცირებლად.

​პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მცირე მთავრობის კონცეფციაა დააანონსა, რომლის მიხედვით, 14- სამინისტროდან მხოლოდ 11-ი უნდა დარჩეს. ცვლილებების შემდეგ, ბახტაძე გეგმავს, პარლამენტს მისი ახალი გუნდი და სამოქმედო გეგმა წარუდგინოს. 

ამავე კატეგორიაში