ქალთა მიმართ ძალადობა  -   სტამბოლის კონვენცია

19 ივნისი 2018, 00:00 1724 ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით „სტამბოლის კონვენციის“ მონიტორინგის მექანიზმის დახვეწაზე ისაუბრეს დღეს თბილისში.  

სახალხო დამცველის განცხადებით, უკვე გადადგმული სერიოზული ნაბიჯების მიუხედავად – გაზრდილია შეტყობინების, შემაკავებელი ორდერების გამოცემის, წინასწარი პატიმრობის მაჩვენებლები.  ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პრობლემაა ასევე სასამართლო ეტაპზე, ვინაიდან სასამართლო სამწუხაროდ არ მსჯელობს დანაშაულის დისკრიმინაციულ, გენდერულ ხასიათზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ გენდერული ნიშანი იყოს იდენტიფიცირებული“, – ამბობს სახალხო დამცველი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი