რეორგანიზაციის შემდეგ ბათუმის ბულვარი მერიას დაუბრუნდება - ლაშა კომახიძე 

19 ივნისი 2018, 00:00 2310 ნახვა

ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ, ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ზღვისპირა პარკი, ახლო მომავალში, ისევ ქალაქს დაუბრუნდება.

წლების წინ, ბათუმის ბულვარი მართვაში მერიამ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს გადასცა და რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, უკან  ვერ დაიბრუნა. 

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ აპირებს ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენოს. "ვაპირებთ დავაყენოთ საკითხი - ბულვარი საბოლოოდ გადმოვიდეს მერიის დაქვემდებარებაში, ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. აჭარის მთავრობასთან ერთად ერთნაირი ხედვა გვაქვს, ეს ხედვა იმას გულისხმობს, რომ მერიას დაუბრუნდეს ზღვისპირა პარკი. მერიაში მსხვილი რეორგანიზაცია ჩატარდა, ჯერ ამოცანა გვაქვს, ეს რეორგანიზაცია ჩავამთავროთ და ვიფიქროთ ბულვარის გადმოტანაზე" - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი