დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა

19 ივნისი 2018, 00:00 1268 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, ყალბი ნოტარიული მინდობილობის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ქალაქ თბილისში მდებარე 469 000 ლარის ღირებულების 2 441 მ2  ფართობის მიწის სამ  ნაკვეთს.  

მეორე შემთხვევაში, ბრალდებული, ასევე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ნინოწმინდაში მდებარე  558 მ2    მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება 33 862 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.  ასევე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე  სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით.ბრალი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  ვადით 6-დან 9 წლამდე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი