სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, სეულში 18-22 ივნისს დაგეგმილ კონსტიტუციური სამართლის მე-10 მსოფლიო კონგრესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მიიღებს მონაწილეობა.
ზაზა თავაძე კონგრესზე კონსტიტუციური სამართლის საერთაშორისო ასოციაციის მიწვევით დაესწრება. კონგრესში მსოფლიოს მასშტაბით საკონსტიტუციო სასამართლოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონგრესის მიზანი საკონსტიტუციო მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და წევრებთან.