სასამართლო პროცესი დაწუნებული კონცეფციის გამო

15 ივნისი 2018, 00:00 1983 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო უახლოეს სხდომაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს მირანდა ჩარკვიანს გამოკითხვას. საქმე ეხება 2015 წელს შემუშავებულ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც უქმდებოდა ბათუმის ძველ ბულვარში მესამე ალეა და რეკრეაციული ზოლი, მის ნაცვლად კი კომერციული ზოლის მოწყობა იგეგმებოდა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის წინააღმდეგ შპს „დრიმლენდ ოაზისს„ აქვს სარჩელი შეტანილი სასამართლოში. დღეს  წინა სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსარჩელე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისგან  შემუშავებული კონცეფციის საფასურის 96 ათასი ლარის, ასევე საბანკო გარანტიის 71 ათას 200 ლარის ანაზღაურებას ითხოვს.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ  ბულვარის განვითარების კონცეფცია ექსპერტიზის მიერ დამოწმებული და დასრულებულია, თუმცა ბულვარის ადმინისტრაციამ ის არ ჩაიბარა.

მოპასუხე მხარე აცხადებდა, რომ კონცეფციაში იყო ხარვეზები, რომელსაც საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა  და  კომპანიას დაევალა პროექტის კორექტირება. დღევანდელ პროცესზე მხარეთა შუამდგომლობა დააკმაყოფილა მოსამართლემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სხდომაზე დაიკითხებიან ინსპექტირების ჯგუფის წევრები, მათ შორის როგორც უკვე გითხარით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ყოფილი ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანია. იმ შემთხვევაში თუ მხარეები კონცეფციის  შესახებ გარკვეულ პირობებზე შეთანხმდებიან, შესაძლოა შედგეს მორიგების აქტი. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი