საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად თავრობის მოვალეობას მინისტრთა კაბინეტის იგივე შემადგენლობა შეასრულებს.
"საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე" - წერია განკარგულებაში.