აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ერიკ ჰოგს შეხვდა

13 ივნისი 2018, 00:00 1784 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ერიკ ჰოგს შეხვდა. ზურაბ პატარაძე ერიკ ჰოგს რეგიონში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა საინვესტიციო და ტურიზმის მიმართულებით არსებულ დინამიკას, ასევე იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის მისიის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდეს საჯარო ლექციები და განხორციელდეს უფრო მეტი საგანმანათლებლო ღონისძიება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი