ბათუმის პანორამული ბორბალი ორი წლის ვადით გასხვისდა. ატრაქციონი იჯარით კომპანია „პანორამა 2018“-ს გადაეცა. საუქციონე პირობების თანახმად მოიჯარე ვალდებულია ატრაქციონით სარგებლობის მსურველთა საფასური არ აღემატებოდეს 5 ლარს, ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის სარგებლობა უნდა იყოს უფასო.
ატრაქციონმა ფუნქციონირება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მერიაში რეორგანიზაციის შედეგად ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო გაუქმდა.