ყაზახი  ჟურნალისტები  აჭარის  შესახებ  გადაცემას  ამზადებენ

11 ივნისი 2018, 00:00 1409 ნახვა

 ყაზახეთის პოპულარული ტელეარხი 1+1 აჭარის შესახებ გადაცემას ამზადებს, რომლის მთავარი გმირიც პოპულარული ყაზახი მომღერალია. ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა მომღერალთან ერთად აჭარაში გასულ კვირას იმოგზაურა და მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მაყურებელს მიმდინარე კვირაში გააცნობს. მთიანი აჭარის, ქართული ფოკლორის, სამზარეულოს, ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების გარდა, გადამღები ჯგუფი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობითაც დაინტერესდა.

ქართული ხელოვნების ნიმუშების გაცნობის მიზნით ისინი ბათუმის ხელოვნების მუზეუმსაც სტუმრობდნენ. გადამღები ჯგუფი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ჩამოვიდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი