შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ, - ეს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების განმარტებით, გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციის, როგორც დემოკრატიული პროცესის მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარებაზე იზრუნებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დედაქალაქთან დამაკავშირებელ საქალაქათაშორისო გზატკეცილებზე ავტომობილთა გადაადგილება არის შეუფერხებელი და მოძრაობა თავისუფალია.