ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სურვილია, მომავალი რექტორი მათთან მჭიდრო კომუნიკაციაში იყოს, გაიზიაროს და გადაჭრას პრობლემები. აკადემიური საბჭო 5 დღეში გააკეთებს არჩევანს ანთაზ ქიქავასა და მერაბ ხალვაშს შორის. ქიქავა რექტორის არჩევნებში ერთხელ უკვე მონაწილეობდა. შარშან, მან აკადემიური საბჭოს 3 წევრის მხარდაჭერა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის არასაკმარისი იყო. მერე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გაიმართა და აკადემიურმა პერსონალმა აპრილში მერაბ ხალვაში აირჩია. ჩვენ ორივე კანდიდატის სამოქმედო გეგმას წარმოგიდგენთ.