მერაბ ღოღობერიძე ლაშა კომახიძის წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბათუმის მერის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
აცხადებს, რომ თვითმმართველობას რამდენიმე დღის წინ განცხადებით მიმართა, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აქციის გამართვისა და კარვის დადგმის ნებართვის მისაღებად, რაზეც მისი თქმით, უარი მიიღო.
კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ლაშა კომახიძის ამ გადაწყვეტილებით მისი კონსტიტუციური უფლება შეილახა. ღოღობერიძის ბრალდებას თვითმმართველობაში უპასუხეს.
მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ მერაბ ღოღობერიძისთვის მერიას აქციის გასამართად უარი არ უთქვამს და მას წერილობით განმარტება მიეცა, რისი უფლება აქვს აქციის გამართვის შემთხვევაში.