საკონსტიტუციო სასამართლო თამაზ ცაბუტაშვილის არაკორექტულ რეაგირებას სამართლებრივად შეაფასებს

06 ივნისი 2018, 00:00 1535 ნახვა

სოციალურ ქსელში გამოყენებული შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომლის გამოც მოსამართლემ შესაძლოა მანტია დაკარგოს – ჯერ უცნობია რა შედეგით დასრულდება საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული შიდა მოკვლევა, თუმცა ცნობილია რომ სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილის ქმედებას, რომელმაც ფეისბუქში მოსარჩელეს არაკორექტულად მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლო ემიჯნება კომუნიკაციის შეურაცხმყოფელ ფორმას, თუმცა ამასთან აცხადებს რომ ხშირად კრიტიკა არის დაუსაბუთებელი, რომლის მოთმენასაც მოსამართლეებს ეთიკა ავალდებულებს.

საქმე ეხება ერთი კვირის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მოსარჩელე გია ფაცურიამ ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვის გაჭიანურების გამო გამოთქვა საყვედური, რაზეც მას მოსამართლემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. იგი დღეს სასამართლოს შენობაში შეხვდა მოსამართლეს.  ცნობისთვის მესამე სექტორში აცხადებენ, რომ საკითხი დისციპლინური კვლევის საგანია და არაა გამორიცხული გახდეს მოსამართლის პოზიციიდან გათავისუფლების საფუძველი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი