მეტროს მემანქანეების გაფიცვა გრძელდება

05 ივნისი 2018, 00:00 1724 ნახვა

თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან მეტროს მემანქანეებს,  ხელფასები გაეზრდებათ, ისინი მზად არიან,   ხვალიდან მუშაობა განაახლონ.

ერთ-ერთი გაფიცული მემანქანის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მემანქანეებს და მერიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია არსებობს. დღეს გაფიცულებს ნინო ლომჯარია  შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მემანქანეების გაფიცვის თაობაზე მიიღო, შრომის კანონს ეწინააღმდეგება. თუმცა მისი თქმით, გაფიცვა არ უნდა გასცდეს კანონის ფარგლებს და უნდა იპოვონ კონსენსუსი მოლაპარაკების გზით.

შეგახსენებთ, მემანქანეები კვირას გაიფიცნენ და შიმშილობა დაიწყეს. ორშაბათიდან კი მეტროსადგურები დაიკეტა. გაფიცულების განცხადებით, პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები ხელფასების მომატებაზე, არ დაკმაყოფილდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი